პაატა იმნაძე: მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების გამოყენება, რომ რამენაირად დაარწმუნონ, განსაკუთრებით, თავიანთი ბებიები-ბაბუები – აცრა იცავს პირველ რიგში მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა მათ დაარწმუნონ ბებია-ბაბუები, რომ აცრა მათ ჯანმრთელობას იცავს. ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

„სოფლებში, რამდენიმე სკოლაში შევხვდი ბავშვებს, სოფლებში ვნახე ძალიან კარგი ბავშვები, რომლებიც, ასე ვთქვათ, დამპირდნენ, რომ აცრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიტანენ თავიანთ მშობლებთან, ბებიებსა და ბაბუებთან. გასაგებია, რომ ამ ახალგაზრდებს აქვთ მეტი საშუალება, სოციალური მედიის გზით გაეცნონ ინფორმაციები. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად არჩევენ ერთმანეთისგან დეზინფორმაციას და ნამდვილ ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ახალგაზრდების გამოყენება, რომ რამენაირად დაარწმუნონ, განსაკუთრებით, თავიანთი ბებიები-ბაბუები, რომ აცრა იცავს პირველ რიგში მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები