“ყველა ფიქრობს, რომ კოვიდით სიკვდილი მას არ შეეხება” – ცერცვაძე მოსახლეობის განწყობაზე საუბრობს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კოვიდპანდემიის ფონზე არსებულ, მოსახლეობის განწყობაზე საუბრობს.

“ადამიანები მეუბნებიან, არ გვინდა შეზღუდვები, დავიღალეთ, გავმწარდით, გვირჩევნია – კოვიდით მოვკვდეთ, ვიდრე შეზღუდვებით და ეკონომიკური სიდუხჭირით. ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ურჩევნიათ — ყველა ფიქრობს, რომ კოვიდით სიკვდილი მას არ შეეხება და შეზღუდვები ეხება — მაგრამ ასეთია მოსახლეობის განწყობა. ასე იოლად ნუ ჩათვლით, რომ ხელისუფლება არ მიდის არაპოპულარულ ნაბიჯებზე. ძნელია წასვლა”, — თქვა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები