ამირან გამყრელიძე: ნოემბერი და დეკემბერი კიდევ უფრო რთული იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო რთული იქნება.

მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის გარდა სხვა რესპირატორული ინფექციებიც ცირკულირებს. მან მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.

“ყოველდღე იმატებს შემთხვევების რაოდენობა, რადგან მობილობა ყველა მიმართულებით არის გაზრდილი და პირბადეს თითქმის აღარავინ ატარებს.
ნოემბერ-დეკემბერი კიდევ უფრო რთული იქნება იმიტომ, რომ ამ დროს კიდევ აქტივირდება სხვა რესპირაციული ინფექციები. ჯერჯერობით, გრიპი არ ცირკულირებს ქვეყანაში, არის სხვა რესპირატორული, მაგრამ არა გრიპი და მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები გაიკეთონ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები