დასახელდა ქვეყნები, სადაც პანდემია 2022 წელს დასრულდება

აშშ, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია და ინდოეთი შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიიდან უკვე შემდეგ წელს გამოვიდნენ.

ამის შესახებ Reuters-ი რიგი ეპიდემიოლოგების გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

მეცნიერთა აზრით, აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებისა და ბუნებრივი იმუნიტეტის გარკვეული კომბინაცი. ამ ქვეყნებში COVID-19, სავარაუდოდ, კიდევ ერთი სეზონური დაავადება გახდება.

ამავდროულად, ექსპერტები აცხადებენ, რომ COVID-19 კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, კოვიდ-19 წითელას მსგავსად მოიქცევა – გამოიწვევს ვირუსის გავრცელებას ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ჯგუფებში. მეორე ნაწილი ამბობს, რომ COVID-19 უფრო გრიპს დაემსგავსება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები