საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 648 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4648 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 615 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 423, „პისიარ“ ტესტით – 16 192.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,71%, ბოლო 14 დღის – 9,34%, ბოლო შვიდი დღის – 9,77%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 738 171 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 678 288 გამოჯანმრთელდა, 10 238 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 990 501, დღიურად აცრილია – 3 469.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები