საქართველოში კორონავირუსს კიდევ 53 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 206 პირს დაუდასტურდა, 4 648 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.