დევი ტაბიძე: პაციენტების მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება – “ტვინდემია” სახეზეა
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტ დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა.
“კრიტიკული მდგომარეობაა, რეანიმაციული საწოლები გადატვირთულია, პრაქტიკულად, არ არის. რეგიონებში მით უმეტეს. თერაპიულ საწოლებზე ამბობენ, რომ არის. პაციენტების მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ვირუსმა საკმარისად გაიდგა ფესვი. ტვინდემია უკვე რეალურად სახეზე და ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს”, – აღნიშნა ტაბიძემ.