ადვოკატი: თუ შეეცდებიან, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დისტანციურად ჩაატარონ, ჩვენ უარს ვიტყვით
“ჩვენ ვხედავთ, 34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა, ანუ რეალურად მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება”, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ იქნება მცდელობა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დისტანციურად ჩატარდეს, ამაზე უფლებადამცველები უარს იტყვიან.
“დღეს შიმშილობის 34-ე დღეა და ლოგიკურია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქედან გამომდინარე, მიიღო კონსილიუმმა გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინათ გარკვეული ანალიზები. რაც შეეხება სასამართლო პროცესს – ჩვენ ვხედავთ, რომ 34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა, ანუ რეალურად მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მისი სასამართლო სხდომა, ჩვენ უარს განვაცხადებთ“, – განაცხადა გელხაურმა.