სალომე სამადაშვილი: სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია, ვადამდელი არჩევნები დასანიშნი, ამიტომ ბრძოლა ყველგან და ყველა ხერხით

“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია, ვადამდელი არჩევნები დასანიშნი, ამიტომ ბრძოლა ყველგან და ყველა ხერხით”,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საკრებულოს წევრები თუ არ ტოვებენ მანდატს, მაინტერესებს, რა შეიძლება მათ გააკეთონ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაა?

ეს არჩევნები უკეთესი იყო? უფრო ‘ლეგიტიმური,’ თუ რატომ ვრჩებით საკრებულოებში?

დანიშნავს ბიძინა ვადამდელს 120/30 სისტემით და ისევე წყნარად გაიფორმებს უმრავლესობას, როგორც აქამდე უქნია.

სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია. მისი თავისუფლება, მოსაპოვებელი.

საკონსტიტუციო ცვლილება მისაღები.

საერთაშორისო წნეხი-გასაზრდელი.

ვადამდელი არჩევნები, სრულად პროპორციული სისტემით, დასანიშნი.

რამდენად სწრაფად, ეს იმ მუხტით განისაზღვრება, რომელსაც ქუჩა აწევს.

ამიტომ ბრძოლა ყველგან და ყველა ხერხით”,- წერს სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები