ამირან გამყრელიძე – ვაქცინაციაზე: ბევრს დავდივართ რაიონებში, სოფლებში, მიმდინარეობს მარათონი, ცნობადობა გაიზარდა, მაგრამ რეზისტენტობა მოსახლეობის მხრიდან მაინც მაღალია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.
მისივე თქმით, სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციისადმი წინააღმდეგობა მაინც მაღალი რჩება.
“საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს დავდივართ რაიონებში, სოფლებში მიმდინარეობს მარათონი, ცნობადობა გაიზარდა, მაგრამ რეზისტენტობა მოსახლეობის მხრიდან მაინც მაღალია. ამიტომ, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, ვნახოთ”, – აღნიშნა გამყრელიძემ.