ამირან გამყრელიძე: საგანგაშო რიცხვებია – პანდემიას მხოლოდ ინტენსიური აცრა შეაჩერებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, გამოსავალი კი ვაქცინაციაა.
მისივე თქმით, “ფაიზერის” ყველა ვაქცინას, რომელიც ინახება მინუს 60-დან 90 გრადუს ტემპერატურამდე, მოქმედების ვადა სამი თვით გაუგრძელდა.
“ფაიზერს ძირითადად 6-თვიანი ვადა ჰქონდა, მაგრამ მასზე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფაიზერის ყველა ვაქცინას, რომელიც ინახება მინუს 60-დან 90 გრადუს ტემპერატურამდე მათ სამი თვით გაუგრძელდათ მოქმედების ვადა.
საგანგაშო რიცხვებია. ეპიდისიტუაცია მაღალ რიცხვებზე ნარჩუნდება. შესაბამისად, ინცინდენტობა მომატებულია. ქვეყანაში ძალიან გაზრდილი მობილობა, დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით. აცრის მაჩვენებელი მცირდება. პანდემიას მხოლოდ ინტენსიური აცრა შეაჩერებს”, – აცხადებს გამყრელიძე.