სალომე სამადაშვილი: მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა

“საერთოდ არაფერი დასრულებულა, თავდაყირა დადგა “ოცნება“ და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მთავარი ბრძოლა წინაა.

“დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება.

წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ-ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული 9 წლის მანძილზე.

მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს-საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს.

მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა”,- წერს სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები