“სახეზე გვაქვს ადამიანის პერსონალური ინფორმაციის ტირაჟირება მედიის საშაულებით, რაც კანონდარღვევაა” – პაპუაშვილი პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორს მიმართავს

ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ ე.წ.ორ პირადობის მოწმობაზე დეზინფორმაციის გავრცელება – საქმე არის საკმაოდ მარტივად, ადამიანმა შეიცვალა გვარი და ვინაიდან, ეს მოხდა 15 სექტემბერს, ანუ ცესკოსთვის სიების გადაცემის შემდეგ, ის ფიქსირდებოდა ძველი გვარით ცესკოში, პირადი ნომერი ერთი და იგივეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილი აღნიშნულ საკითხზე პერსონალური ინფორმაციის მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს, ფაქტით დაინტერესდეს.

„აქვე მინდა მივმართო პერსონალური ინფორმაციის მონაცემების დაცვის ინსპექტორს. ჩვენ ახლა სახეზე გვაქვს, ადამიანის პერსონალური ინფორმაციის ტირაჟირება მედიის საშაულებით, რაც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დარღვევას და მივმართავს, რომ ამაზე რეაგირება ჰქონდეს. მივმართავ ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტოს ამ საკითხზე სპეკულაცია, მათ შორის მედიას, ვინაიდან ეს არის არჩევნების პირდაპირი დისკრედიტაციის მცდელობა. რასაც ჩვენ ვხედავთ მედიაში, ეს არის სრული ისტერია, სურთ წარმოადგინონ რაღაც სურათი, თითქოსდა უბნებთან არის დაძაბულობა, სინამდვილეში კომიკური სიტუაციებია, რასაც ისინი აღწერენ, ხანდახან, მიზანმიმართული ხელის შეშლა ჩვენი წარმომადგენლების საქმიანობაში. სპეკულირება სხვადასხვა ვიზუალური კადრებით და წარმოჩენა თითქოს მეორედ მოსვლა ხდება არჩევნების მეორე ტურზე. ჩვენ ვნახეთ გლდანში ერთ-ერთ უბანზე, როგორ აედევნენ ხანში შესულ ქალბატონს, რომელსაც ხმა არ ჰქონდა მიცემული გადასატანი ყუთით, ამ სიუჟეტით მაინც ხდება შთაბეჭდილების შექმნა თითქოს მან ორჯერ მისცა ხმა. ეს არის პირდაპირი კამპანია არჩევნების დისკრედიტაციის. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია თითქოს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ხდებოდა სპეცრაზმის და პოლიციის კოლონების შეყვანა, – ამაზეც მოხდა განმარტება, რომ არანაირი სპეცრაზმი შეყვანილი არ არის, საუბარი არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ინფრასტრუქტურის ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ ბაზაზე, რაც ნამდვილად არ არის მე-12 დაწესებულება. სამწუხაროდ სამი ტელევიზია ცდილობს, რომ დადგას სურათი თითქოს არის აჟიოტაჟი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები