შალვა პაპუაშვილი: სინამდვილეში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ სამი ტელეკომპანია ცდილობს აჩვენოს, თითქოს აჟიოტაჟია

ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ ე.წ. ორ პირადობის მოწმობაზე დეზინფორმაციის გავრცელება. როგორც იცით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აწარმოებენ ყალბ საინფორმაციო კამპანიას, თითქოს ის ორი პირადობის მოწმობა, რაც მათ დააფიქსირეს, რაღაც გაყალბებაზე მიანიშნებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ მედიასაშუალებას უნდა ისე წარმოადგინოს, თითქოს უბნებთან დაძაბულობაა, სინამდვილეში კი, ვხედავთ კომიკურ სიტუაციებს.

„ამაზე განმარტება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, საქმე არის საკმაოდ მარტივად, ადამიანმა შეიცვალა გვარი და ვინაიდან ეს მოხდა 15 სექტემბერს, სიების გადაცემის შემდეგ ცესკოსთვის, ის ფიქსირდებოდა ძველი გვარით სიაში. სურათებშიც ნახავთ, რომ პირადი ნომერიც ერთი და იგივეა და სხვა პირადი ნომერი არ არის და მათ შორის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გადაამოწმა კიდეც და ეს ადამიანი ორჯერ არ ფიქსირდება სიაში. მიუხედავად ამისა, ახლა ოპოზიციისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ, თითქოს, ეს არის რაღაც დარღვევა.

მივმართავ, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, რადგან სახეზე გვაქვს პირადი ინფორმაციის დარღვევა და ამაზე რეაგირება ჰქონდეს. მედიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, სპეკულაციები შეწყვიტოს, რადგან ეს არის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. მთელი დღის განმავლობაში, მედიაში არის სრული ისტერია. სურთ, სურათი წარმოადგინონ, თითქოს უბნებთან არის დაძაბულობა, სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ კომიკურ სიტუაციებს. ხანდახან კი, ჩვენს წარმომადგენლებს საქმიანობაში მიზანმიმართულად ხელს უშლიან. ვითარების ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს მეორე ტურზე მეორედ მოსვლაა, მაგრამ ვნახეთ, ერთ-ერთ უბანზე, გლდანში, როგორ აედევნენ ქალბატონს, თითქოს ადამიანმა ორჯერ მისცა ხმა. 1 800 საარჩევნო უბნიდან ინციდენტი ხუთ უბანზე იყო. ერთი მძიმე ინციდენტი იყო ზუგდიდში, ნაციონალების პროვოკატორები გამოირჩეოდნენ პროვოკაციებით. სინამდვილეში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიდის, მაგრამ სამი ტელეკომპანია ცდილობს აჩვენოს, თითქოს არის აჟიოტაჟი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები