შალვა პაპუაშვილი – “მთავარ არხზე”: წინასაარჩევნო კვლევების გაყალბების შემდეგ ეგზიტპოლების კუსტარულ პირობებში ჩატარება დააპირეს, მთავარია, რა რიცხვებს დაწერენ

მას შემდეგ, რაც საქმე გასკდა, რომელიც „მთავარი არხისა“ და „იფსოსის“ მიერ ეგზიტპოლებისა და წინასაარჩევნო კვლევების გაყალბებას ეხებოდა, ჯერ მოვისმინეთ, რომ „მთავარი არხი“ ეგზიტპოლების ჩატარებას აღარ აპირებდა, შემდეგ რაღაც კუსტარულ პირობებში ჩატარება დააპირეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარი არ არის, ვინ რას გამოიკითხავს, არამედ მთავარია, რა რიცხვებს დაწერენ.

„როგორც ჩანს, ახლა უბნებზე ეგზიტპოლების კუსტარულ პირობებში ჩატარებას ვაკვირდებით. საქმე არ არის იმაში, ვინ რას გამოიკითხავს, საბოლოო ჯამში, მთავარია, რა რიცხვებს დაწერენ. ეს ხდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან, რას აკეთებენ და როგორ ხდება – ე.წ. ეგზიტპოლის ჩატარება. სავარაუდოდ იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ეგზიტპოლებს „მთავარი არხისა“ და „იფსოსისთვის“ ატარებენ, რაც ადასტურებს, თუ როგორ ტარდებოდა ეგზიტპოლები და რატომ იყო ამხელა აცდენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები