კომპანია “ანოვას” დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც “მთავარი არხის” ეგზიტპოლის საველე სამუშაოს ატარებს, “ნაცმოძრაობის” 15 000 ლარიანი შემომწირველია

გუშინ „მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და მთავარმა იურისტმა თამთა მურადაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ “მთავარი არხი” წყვეტს ურთიერთობას “იფსოს-უკრაინა”-სთან, თუმცა უარს არ ამბობს ეგზიტპოლის ჩატარებაზე.

მათი განცხადებით საველე სამუშაოებს ჩაატარებს კომპანია “ანოვა“, რომელიც აქამდე მუშაობდა და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, მონაცემთა დამუშავების ნაწილში იქნებიან მოწვეული კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება.

რას წარმოადგენს კომპანია ანოვა და რამდენად შესაძლებელია,  განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში მომზადდეს ისეთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც საარჩევნო ეგზიტპოლია.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ” გაამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, კომპანია “ანოვას” დირექტორს, ნინო ქოქოსაძეს პირადი სიმპათიები აქვს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის ამ პარტიის საკმაოდ მსხვილი შემომწირველია.

მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში ემხოლოდ ერთი „ანოვა” ფიქსირდება. მისი დამფუძნებელი (50%-იანი წილის მფლობელი) და აღმასრულებელი დირექტორია ნინო ქოქოსაძე,

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილ ვებპლატფორმაზე, რომელშიც აღრიცხულია საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა შემომწირველები ნინო ქოქოსაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველთა შორის იძებნება. მას მიმდინარე წლის 20 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” 15 000 ლარის შემოწირულობა აქვს გაღებული.

წყარო :ipress.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები