ხმაური და დაპირისპირება გლდანში – 84-ე საარჩევნო უბნიდან 2 დამკვირვებელი გააძევეს

გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე ერთმანეთს დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ. ერთი მხარე მეორეს ბრალს სდებდა იმაში, რომ ისინი დილიდან ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას.

15-20 წუთის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარე და წევრები ცდილობდნენ შენობიდან დაპირისპირებული დამკვირვებლების გაყვანას, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგ უკვე ეზოში გაგრძელდა, რის გამოც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

საარჩევნო უბნის კომისიის გადაწყვეტილებით, უბნიდან 2 დამკვირვებელი გააძევეს, ორივე მათგანი პარტია “დროას” წარმომადგენელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები