ცასკო: 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 664 573-მა ამომრჩეველმა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 664 573 ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლების 31.82%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა- 45.4% რაჭა-ლეჩხუმის დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 26.9% ისევ მცხეთა მთიანეთში.

ცესკოს ცნობით, თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა – 34.2% – დიდუბეშია, ყველაზე დაბალი კი – 27.4% ისევ ისანში.

მუნიციპალიტეტებში ამომრჩეველთა აქტივობით 49.4%-ით ონი ლიდერობს, ყველაზე დაბალი აქტივობა კი – 12.6% – დუშეთის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 33.18% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 51.92% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები