გია აბაშიძე მეუფე გრიგოლს: თქვენი ამგვარი უკიდურესად მიკერძოებული, პოლიტიკური განცხადებები რა მიზანს ემსახურება? ნუ აბრკოლებთ ადამიანებს, ან თუნდაც ეკლესიის წიაღში ჯერ კიდევ მიუსვლელებს

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, პატივს ვცემ ნებისმიერი სასულიერო პირის წოდებასა და ხარისხს, მაგრამ, როცა ცალკეული კლერკი პოლიტიკურ ველზე შემოდის რადიკალების დღის წესრიგით, ყოველთვის ვუპასუხებ“, – ასე პასუხობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე მეუფე გრიგოლის განცხადებას.

ანალიტიკოსი მეუფე გრიგოლს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებებისგან.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, პატივს ვცემ ნებისმიერი სასულიერო პირის წოდებასა და ხარისხს, მაგრამ, როცა ცალკეული კლერკი პოლიტიკურ ველზე შემოდის რადიკალების დღის წესრიგით, ყოველთვის ვუპასუხებ. მეუფე გრიგოლ, თქვენ ყველა პოლიტიკური გემოვნების მრევლის გამაერთიანებელი უნდა ბრძანდებოდეთ, ესაა თქვენი სულიერი მისიის ერთ-ერთი მთავარი არსი. თქვენი ამგვარი უკიდურესად მიკერძოებული, პოლიტიკური განცხადებები რა მიზანს ემსახურება? ნუ აბრკოლებთ მცირედმორწმუნე ადამიანებს, ან თუნდაც ეკლესიის წიაღში ჯერ კიდევ მიუსვლელებს! მე პირადად ჩემი მოძღვრის მეოხებით, რაც არ უნდა პოლიტიკური სიყალბე გაავრცელოთ, არასოდეს დავბრკოლდები! მშვიდობა თქვენდა! მოწიწებით, გიორგი (გია) აბაშიძე“, – წერს ანალიტიკოსი “facebook” – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები