კარლ ჰარცელი: მთავარ საკითხად რჩება ის, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები იყოს დაცული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მთავარ საკითხად რჩება ის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული.

მისივე თქმით, საკითხთან მიმართებით სწორად მოქმედება მნიშვნელოვანია.

“ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ყურადღებით მესამე პრეზიდენტის საქმეს. მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები