“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა მმართველი გუნდის მიერ გუშინ გამართული აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ საზოგადოება დღესაც, ისევე როგორც 2012 წელს, იმავე ფასეულობებზე დგას როგორებიცაა: სიმართლე, ღირსება და პროგრესი.
„გუშინდელმა დღემ ის ემოცია გააღვიძა, რომელიც 2012 წლის აქციაში მონაწილე ადამიანს ჰქონდა. ამ აქციის მიზანი იყო ერთი მხრივ ის, რომ ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი შეგვეგულიანებინა, რომ 30 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამავე დროს ვხედავდით, რომ ადამიანები აქეთ მოდიოდნენ და მხარს გვიჭერდნენ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მხნედ.
ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თითქოს, ხიდი იყო 2012 წლის აქციასთანაც, ვიზუალითაც წააგავდა. საინტერესო ის არის, რომ ისევე, როგორც 2012 წელს, ახლაც, საზოგადოებამ აჩვენა, რომ დგას იგივე ფასეულობებზე – სიმართლის, ღირსებისა და პროგრესის მხარეს. ჩვენმა ოპონენტებმაც გვაჩვენეს, რომ ისინიც იგივე ღირებულებებსა და ფასეულობებზე დგანან, როგორც მაშინ. გუშინდელი მათი რეაქცია იყო აბსოლუტურად ამაზრზენი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.