ოზურგეთის მერიის შენობაზე ენმ-ის წევრებმა ბანერი – “თავისუფლება მიშას” გადმოფინეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე ბანერი წარწერით – “თავისუფლება მიშას” გადმოფინეს.

ბანერი “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს ახალი მოწვევის სამმა დეპუტატმა: დავით მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თათია ნიკოლაიშვილმა გადმოკიდეს. ჩართული ჰქონდათ “მიშა მაგარიაც”.

ადგილზე დაცვის სამსახური იყო მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზუგეთში ხვალ კონსტანტინე შარაშენიძე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის გამართვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები