დავით მათიკაშვილი: ეს არის ღირსეული ქართველების აქცია, რომელიც მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” წევრ დავით მათიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდის მიერ დღეისთვის დაგეგმილი აქცია ღირსეული ქართველების აქციაა.

მისივე თქმით, აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება, ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.

“ეს არის ღირსეული ქართველების აქცია, რომელიც მიმართულია ძალადობის, ძალმომრეობის, უღირსობის წინააღმდეგ, რისი განსახიერება და ეტალონი გახლდათ მიხელ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები