ბექა დავითულიანი: მსოფლიო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, სად დგას ქართველი ხალხი

“ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიო საზოგადოებას, სად დგას ქართველი ხალხი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე გაიმართება.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც დგას ქართული ქრისტიანული ღირებულებებზე, რომელსაც განახორციელებს, ერთი მხრივ, ეს ქვეყანა და, მეორე მხრივ, ჩვენი პარტია, გამოვიდეს, დადგეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ვინაიდან ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიო საზოგადოებას, სად დგას ქართველი ხალხი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები