დიმიტრი ხუნდაძე: შესაძლოა, პრეპარატი „ნარკანი” სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პრეპარატი „ნარკანი” შესაძლოა, სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე გაიყიდოს.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტი დარგობრივ ექსპერტებთან ერთად იმსჯელებს.

“არის შემთხვევები, როცა ნარკოტიკების ზედოზირებით მოხმარების შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პრეპარატ “ნარკანის” მოხმარება და დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ის სააფთიაქო ქსელში გაიცემა მხოლოდ რეცეპტის საშუალებით და ეს, რა თქმა უნდა, მისი მოპოვების დროს ზრდის და ამცირებს ხელმისაწვდომობას. ამიტომ, ჯანდაცვის კომიტეტი დარგობრივ ექსპერტებთან ვიმსჯელებთ და გავცემთ შეთანხმებულ რეკომენდაციას, რომ ეს პრეპარატი გადმოვიდეს მესამე ჯგუფში, აფთიაქებში იყოს ხელმისაწვდომი და გაიცემოდეს რეცეპტის გარეშე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები