ირაკლი ღარიბაშვილი: 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება

“27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს არ არის კონტრაქცია, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ. პრემიერმინისტრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით უნდა მოიგოს არჩევნები და ამ მიზნით უნდა ჩატარდეს დიდი და მშვიდობიანი აქცია. „27 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის მიზანი არის შემდეგი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ და ჩვენი ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ახლა არ არის მოდუნების დრო.

ვიცი,  ყველას, მათ შორის, ჩვენს ამომრჩეველს სჯერა, რომ ამ არჩევნებს, მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება და ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით მოვიგოთ არჩევნები. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ დიდი, მშვიდობიანი აქცია. ეს არ არის საპროტესტო აქცია. გავიგე, რომ ოპოზიციონერების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს არის კონტრაქცია. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები