ზაალ ანჯაფარიძე: გუშინ საზოგადოებამ ორი მნიშვნელოვანი აღიარება მოისმინა

ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე facebook სტატუსში ორ მნიშვნელოვან აღიარებაზე წერს, როდესაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე, მათ შორის, პრეზიდენტი სააკაშვილიც ციხეში ზის და მეორე, როდესაც ბექა ბასილაიამ აღიარა, რომ სააკაშვილის მიერ სატვირთო მანქანაში გადაღებული ვიდეო სინამდვილეს შეესაბამება.

,,გუშინ ორი მნიშვნელოვანი აღიარება მოისმინა საზოგადოებამ.
“ლელო”-ს ლიდერმა და ვირტუალურ მერ ნიკანორ მელიას ასევე ვირტუალურ მოადგილედ ნომინირებულმა, მამუკა ხაზარაძემ, შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ აღიარა, რომ სააკაშვილი ციხეში დანაშაულის გამო ზის, თუ გულწრფელად ასე თვლის, მაშინ “კოალიციასთან” მოუწევს ალბათ გარჩევები.
სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ აღიარა, რომ კონტეინერში რძის პროდუქტებთან გადაღებული სააკაშვილის ვიდეო, რომლითაც ის გატაცების ინსცენირებაზე საუბრობს, რეალობას შეესაბამება. ეს კი იმას ადასტურებს, რომ სააკაშვილს მარტო ამაზე (საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე) ეკუთვნის სასჯელი”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები