სენაკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს.
პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით იცვლება. შედეგად, აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები, დაახლოებით, 1000-მდე ადამიანი, უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები