ადვოკატი: შიში აქვთ, სააკაშვილი არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია იუსტიციის მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც რატი ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ის გადაყვანილი იქნება არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ – პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში, სადაც, მისივე განცხადებით, ყველა პირობა არის იმის, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობა სწორად წარიმართოს.

ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის შიში აქვთ.

“იმის ნაცვლად, რომ, კონსილიუმის რეკომენდაციების შესაბამისად, როდესაც თავდაპირველად თქვეს თვითონ, რომ ნებისმიერ კლინიკაში გადავიყვანთ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მიუთითებსო, ხომ ასე თქვეს? ერთ დღეშივე უარყვეს ეს თავისივე განცხადება და იძახიან დღეს, რომ არა, არა სამოქალაქო საავადმყოფოში, არა იმ კლინიკაში, რომელთანაც პენიტენციურ საავადმყოფოს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საუბარია “ვივა მედზე”, არამედ გადავიყვანთ კვლავ ციხეზე. ეს იცით, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ შიში, დიდი შიში იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები