ანა ფოტიგა: მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს შესწორებების ინიცირება გააკეთა.
მისი თქმით, ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.
“როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის”, – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერზე”.