“დროამ” და “ლელომ” კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
პარტიებმა – “დროამ” და “ლელომ” კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
ხელმოწერის შემდეგ, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საჭიროა კოალიციური მმართველობა და ყველა იმ ძალის კონსოლიდაცია, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს.
“შევიკრიბეთ პარტია “დროა” და “ლელო საქართველოსთვის”, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი – პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ”, – განაცხადა ხაზარაძემ.