ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე რომ ავიყვანოთ, ამას არც ანტივაქსერობა სჭირდება და არც – “ვაქსერობა”

“პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 95%-მდე რომ ავიყვანოთ, ეს ხომ ყველაზე მარტივია, ამას არც ანტივაქსერობა, არც „ვაქსერობა“ სჭირდება, ეს დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს დაზოგავს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ვითარება შედარებით უკეთესია.

„რატომ გვაქვს დღეს აჭარაში შედარებით მშვიდი სიტუაცია 5 000 ახალი შემთხვევის ფონზე? იმიტომ, რომ აჭარა ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ მეორეა და ბათუმმა უკვე მიაღწია 60%-იან ნიშნულს. თბილისი უახლოვდება ამას – თბილისში მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადი აცრის მაჩვენებელი 54%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონები 30%-ზე არიან, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა. მოგეხსენებათ, პატარა რეგიონია, 37%-ზეა ასული. 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების გადათვლით, თბილისი და აჭარა უკვე შედარებით უკეთეს სიტუაციაში არიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები