ლოიდ ოსტინი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ვიდრე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებდეს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთმა, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის, ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას.

„3+3 ფორმატს რაც შეეხება, შემოთავაზებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს. ვიდრე ვისაუბრებთ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რომ ითანამშრომლონ, უნდა გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა, რომელიც თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში პირველად იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები