ლოიდ ოსტინი: მაქვს პატივი, გამოვაცხადო ახალი ინიციატივა, რომელიც იქნება ცენტრალური აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისთვის

“ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი თავდაცვისთვის”, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომელიც თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში პირველად იმყოფება.

მისი თქმით, აშშ საქართველოს აფასებს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს.

„ნება მიბოძეთ, პირველ ყოვლისა, დავიწყო მადლობის სიტყვებით მინისტრ ბურჭულაძის მიმართ, რომელიც დღეს მმასპინძლობს მე, ასეთი თბილი დახვედრისთვის, თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს. მსურდა, ვყოფილიყავი აქ პირადად, რადგან აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ უცვლელია და მტკიცეა. ახლა, უკვე სამ წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა როგორც საფუძველი ჩვენი ძალისხმევისთვის ემსახურებოდა, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვის უნარების და მზადყოფნისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს. დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის. ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებსა და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები