“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში მის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამ “ჟანრს” რა ჰქვია ჟურნალისტიკაში?”,- წერს მდინარაძე და სიუჟეტის შესაბამის მონაკვეთს აქვეყნებს.
სიუჟეტის კადრებში, სადაც მამუკა მდინარაძე ჩანს, ჟურნალისტი ამბობს: “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, წყაროს ინფორმაციით, ფეშენებელური რეზიდენცია ცოლის დაქალის სახელზე აქვს გაფორმებული”.