თორნიკე მოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს გახდება პოლიტპატიმარი, ვერც საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება

„მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს გახდება პოლიტპატიმარი. ეს პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ტერორისტი, ისე შემოიპარა საქართველოში, არაჟნებში დამალული, კაცობაც კი არ ეყო, საზღვარზე შემოსულიყო და დღეს უნდათ, პოლიტპატიმრის იარლიყი აჰკიდონ“, – ამ სიტყვებით მიმართა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.

მისივე თქმით, სააკაშვილი ვეღარასდროს დაიბრუნებს პრეზიდენტის თანამდებობას.

„ის ვეღარასდროს გახდება პრეზიდენტი. ამ კაცს სიმართლე, ზნეობა არ გააჩნია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ არ დაახამხამებს თვალს და როგორ გამოასალმებს სიცოცხლეს ათობით, ასობით კაცს. მე ვიცნობ ამ პიროვნებას და ვიცი, ვისზეც ვსაუბრობ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ეს ჩემზე კარგად იციან მათ, ვინც ახლა მას იცავენ. ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი და რაზე მოაწერს ხელს. მას უნდოდა, აერის სიტუაცია, აქციაზე, რომ გამოჩნდებოდა, ათობით ადამიანის სისხლი უნდა დაღვრილიყო. მას რომ ის გაეკეთებინა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, ისე წყნარად ვერ ვივლიდით საქართველოში, როგორც ახლა დავდივართ. დღეს, მთელ საქართველოში, ავტომატის კაკანი იქნებოდა“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები