აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი აშენდა

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში, 72-მეტრიანი ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა. საავტომობილო ხიდი ბათუმი ახალციხის გზას-ხეობასთან აკავშირებს.

ახალი ხიდი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ასფალტობეტონის საფარი და ქვეითთა სავალი.

ხიდის სიგრძე 72, სიგანე კი 8 მეტრია.

ქედის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დაახლოებით 11 მლნ ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები