ლევან ნიკოლეიშვილი – რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები მიდინ იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ, რატომაა საკაშვილი დაპატიმრებული

დღეს რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ (და შეარცხვინონ!) თუ რატომაა საკაშვილი დაპატიმრებული – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს შეხსენება ზოგიერთ უფლებადამცველს ეკუთვნის, განსაკუთრებით ეკა ბესელიას.
„დღეს რუსთავის საპატიმროსთან გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის,რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ(და შეარცხვინონ!) თუ რატომაა საკაშვილი დაპატიმრებული. სხვათა შორის, ეს შეხსენება ზოგიერთ უფლებადამცველს (ადრე სანდრო გვირგლიანის დედას, ირინა ენუქიძეს გულშემატკივრობდით და დღეს სააკაშვილს !?) ეკუთვნის, განსაკუთრებით ეკა ბესელიას! თქვენ არ ედექით გვერდში ამ ხალხს, თქვენ არ აბობდით რომ პოლიტპატიმრები და ნაწამები ხალხი ჰყავს სააკაშვილს ციხეებშიო! და დღეს, ძალიან მიკვირს სააკაშვილს სხვა კონტექსტით რომ მოიხსენიებთ! ეს ხალხი აღარ არის რეჟიმის მსხვერპლი? რა ხდება, სააკაშვილი შეიცვალა თუ თქვენ?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები