გიორგი კაკაურიძე: ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს დამატებით სამუშაო ადგილებს – ალოგიკურია შეფასება, რომ უმუშევართა რიცხვი იზრდება

“ალოგიკურია შეფასება, რომ უმუშევართა რიცხვი იზრდება – ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს დამატებით სამუშაო ადგილებს, გვაძლევს იმას, რომ არსებულ სამუშაო ადგილებზე იზრდება ანაზღაურება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში” ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანა იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დაუბრუნდეს, რომელიც საინვესტიციო გარემოსთვის არის მნიშვნელოვანი.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებს ვერ დავეთანხმები ამ შეფასებაში, ის, რომ უმუშევართა რიცხვი გაიზრდება, ალოგიკურია. კითხვა იყო, რის ხარჯზე იზრდება საშემოსავლო გადასახადი და პასუხი სწორედ ეს იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს დამატებით სამუშაო ადგილებს, გვაძლევს იმას, რომ არსებულ სამუშაო ადგილებზე იზრდება ანაზღაურება. ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი საშემოსავლო გადასახადი შემოდის ბიუჯეტში დასაქმებული ადამიანებისგან. ვინაიდან ჩვენ დღეს გვაქვს ეკონომიკური აღდგენის პერიოდი, ამ დროს ფისკალური კონსოლიდაცია არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ინვესტორებმა არ თქვან უარი ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ არ იდგეს ქვეყნის წინაშე მაკროეკონომიკური საფრთხეები. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავუბრუნდეთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც აუცილებელია ნორმალური საინვესტიციო გარემოსთვის“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები