რა ვითარებაა თავისუფლების მოედანზე, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.