ევროპალატის თემატურ სესიაზე სავაჭრო პალატის მიერ პანდემიის დროს განხორციელბულ მეწარმეების მხარდამჭერ პროექტებს მოუსმინეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ევროპალატის მიერ ორგანიზებულ სამდღიან თემატურ სესიებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა ევროპის ქვეყნების ეკონომიკის გაჯანსაღებას კონკურენტუნარიანი, მდგრადი და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით.

სავაჭრო პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიები 12-14 ოქტომბრის ჩათვლით ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა.

14 ოქტომბერს გამართული სესია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გაჯანსაღების საკითხს მიეძღვნა.
სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, რომელიც მიწვეული იყო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სპიკერი, შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის თემას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მან, ასევე ისაუბრა საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელთა მიზანიც არის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს მეწარმეების მხარდაჭერა.

სესიებში მონაწილეობდნენ თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების გაერთიანების (TOBB) პრეზიდენტი და ამავდროულად, ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი რიფატ ჰისარჩიკლიოღლი, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პალატების საინვესტიციო ფორუმის პრეზიდენტი და სერბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი მარკო კადესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები