უკრაინის გენერალურ პროკურატურას საქართველოს ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით არ მიუმართავს.
ამის შესახებ სააგენტო Українських Новин-ს გენერალური პროკურორის ოფისში აცნობეს.
უწყებაში განმარტეს, რომ ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არც მოუმზადებიათ.
“უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 574-ე მუხლის მე -2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ გენერალური პროკურატურა არის უკრაინის ცენტრალური ორგანო წინასწარი გამოძიების დროს სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულთა ექსტრადიციის საკითხებში. უკრაინის სსსკ-ის 575-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა მზადდება პროკურორის მიერ, რომელიც აკონტროლებს კანონების დაცვას წინასწარი გამოძიების დროს ან სასამართლო საქმის განხილვისას, ან მათთვის – ვისთვისაც განაჩენი გამოტანილია, ამ კოდექსითა და უკრაინის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
ამ დროისთვის, უკრაინის ხელისუფლების წინასწარი გამოძიების შუამდგომლობა გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტში მ. სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის თაობაზე არ არის მიღებული”, – ნათქვამია პასუხში.