ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით – პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება

“დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია. დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ ამ მოედანზე. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მიზანი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

“დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია. დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ ამ მოედანზე. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებს. აქ არ არის საუბარი, ვის რა პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია გააჩნია. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებასა და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!”, – აცხადებს უდუმაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები