პარაგვაიში კორონავირუსისგან 6 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება

პარაგვაის ჯანდაცვის მინისტრის, ხულიო ბორბას განცხადებით, წლის ბოლომდე ქვეყანაში კორონავირუსისგან 6 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, იგეგმება მესამე დოზით მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის იმუნიზაცია.

“დავიწყებთ ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზებას 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ, ასევე, მედიცინის მუშაკებს. წლის ბოლომდე იგეგმება ვაქცინაციის გავრცელება 6 წელზე ზემოთ ბავშვებზე,” – თქვა მან.

ასევე, დაიწყება 12-დან – 17 წლამდე მოზარდების აცრა, რომლებსაც თანხლები დაავადებები არ გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები