“თალიბანმა” უფროსკლასელ გოგონებს სკოლაში დაბრუნების უფლება მისცა

“თალიბანმა” სკოლების ზედა კლასებში გოგონებს სწავლის უფლება დაუბრუნა.

ზოგიერთი საშუალო სკოლა ავღანეთში ისეთ პროვინციებში მდებარეობს, სადაც ქალებს უფრო დიდი როლი აქვთ, ამიტომ, “თალიბებმა” მათთვის სკოლაში სწავლის უფლების დაბრუნება გადაწყვიტეს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

დაწყებით სკოლებში სწავლა სქესის მიხედვით, სეგრეგირებულად გრძელდება. საშუალო სკოლებში კი წინა თვეში სწავლა მხოლოდ ბიჭებმა დაიწყეს.

შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ზოგიერთი ქალი მოსწავლე სკოლებში მაინც არ დაბრუნდა, რადგან ისინი არ ენდობიან ,,თალიბების,, მიერ გაცემულ უსაფრთხოების გარანტიებს.

მაზარიშარფსა და კუნდუზში “თალიბები” სკოლების დირექტორებს შეხვდნენ და მოსთხოვეს, სკოლებში გოგონები დააბრუნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები