პუტინი: ევროპაში გაზის ბაზარზე დაძაბულობის მოხსნა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის ჩაშვებით არის შესაძლებელი

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ევროპაში გაზის ბაზარზე არსებული დაძაბულობის მოხსნა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის ჩაშვებით არის შესაძლებელი, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ადმინისტრაციული ბარიერები მოხსნილი არ არის, რადგან გერმანულმა მარეგულირებელმა გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო.

ამის შესახებ მან რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

“ვხედავთ, რომ ადმინისტრაციული ბარიერები არ იხსნება, არის სხვადასხვა საკითხი ევროპაში მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ეს პროექტიც ექვემდებარება. არის რამდენიმე საკითხი, რომლის დეტალებში არ მსურს აქ შესვლა. არსებობს ადმინისტრაციული ბარიერები, ისინი ჯერ კიდევ არ არის გადალახული და არ მოიხსნა “, – თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, კომპანია “ჩრილოეთ ნაკად -2”-ში მიდის დისკუსიას, მათ შორის, გერმანიის ხელისუფლებასთან.

“გერმანიის მარეგულირებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ ჯერ არ მიუღიათ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, რომ შეგვეძლოს ამ მარშუტით მიწოდების გაზრდა – 100%-ით, ჩვენ შეგვიძლია, აბსოლუტურად დარწმუნებით ვთქვათ, რომ დაძაბულობა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. ეს ასევე გავლენას მოახდენდა ევროპულ, გაზის ფასებზე. ადმინისტრაციული ბარიერები ჯერ კიდევ არ იძლევა ამის შესაძლებლობას “, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები