აშშ სრულად ვაქცინირებულთათვის სახმელეთო საზღვრებს გახსნის

ამერიკის შეერთებული შტატები ნოემბრიდან სახმელეთო საზღვრებს გახსნის მექსიკიდან და კანადიდან ჩასული ვიზიტორებისთვის, – ინფორმაციას გამოცემა ‘AP NEWS’ ავრცელებს.

სახმელეთო საზღვრები აშშ-ში 19 თვის წინ, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.

აშშ ორ მეზობელთან განაახლებს საავტომობილო, სარკინიგზო და საბორნო მიმოსვლას. აქამდე, აღნიშნული გზებით საზღვრის კვეთა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისა და სხვა საგამონაკლისო მიზნით იყო დაშვებული.

გასულ თვეში აშშ-მა გააუქმა მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებისთვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვა.

ამერიკელი მესაზღვრეები ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსულ მგზავრებს ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტისა და PCR ტესტის პასუხის წარდგენას მოსთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები