გურამ მაჭარაშვილი: პარტიებმა, რომლებიც არ უერთდებიან აქციებს, გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ ე.წ. აქციებს ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქართული საზოგადოების უმრავლესობიდან, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც საერთაშორისო სასამართლოდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების გადაწყვეტილება, არ შეურთდნენ აქციებს, გონივრულია.

„პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ შეუერთდნენ აქციებს, მათთვის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროცენტულად უფრო დაბალი შედეგი მიიღო, „ნაციონალური მოძრაობა“ კი გაიზარდა, რადგან ეს პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს მიჰყვებიან. იმედი მაქვს, ახლა ეს პარტიები მიხვდებიან, რომ 2024 წლამდე თავიანთი ნიშა უნდა დაიჭირონ, სხვა შემთხვევაში, ისინი მუდმივად დამოკიდებულნი იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები