საავადმყოფოები გადატვირთულია, საწოლფონდი ამოწურული – სომხეთი კორონავირუსით ინფიცირების “წითელ ზონას” უახლოვდება
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 217-ით გაიზარდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 275 077 ინფიცირებული შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.
ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 28 პაციენტი შეეწირა, რაც პანდემიის გავრცელებიდან უკვე 5 646-ე ლეტალური შემთხვევაა.
ამჟამად, 17 624 პირი მკურნალობს.
როგოროც უწყების ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელა აბოვიანმა თქვა, “ვითარება დაძაბულია. დაავადებულთა რიცხვი 50%-ით არის გაზრდილი, ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება”
მისი თქმით, ვირუსი შესაძლოა, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელდეს, თუმცა, ყველაზე შესამჩნევია მისი გავრცელება ახალგარზდებსა და ბავშვებში.
აბოვიანის თქმით, ქვეყანა “წითელ ზონას” უახლოვდება, რადგან “საავადმყოფოები გადატვირთულია, საწოფონდი ამოწურული, ავადმყოფები მძიმე მდგომარეობაში არიან”.