აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში 75 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში 75 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, კორონავირუსის გამო, ერთი სკოლა დახურულია.

უწყების ინფორმაციით, ბათუმში 55 კლასი, ქობულეთში 16 კლასი, ხელვაჩაურში 1 კლასი, ქედაში 2 კლასი, შუახევში 1 კლასი ონლაინ რეჟიმში სწავლობს.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 11 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსის შედეგად, ერთ დღეში აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები